|
2026-02-23 13:25:07, 746 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძის თქმით, განისაზღვრა ის სფეროები, სადაც დასაშვებია უცხოელების დასაქმება და სადაც არ არის ეს მიზანშეწონილი
ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების შრომითი ინტერესები, რაც არის მიღებული პრაქტიკა ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც უფრთხილდება საკუთარ მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, განისაზღვრა ის სფეროები, სადაც დასაშვებია უცხოელების დასაქმება და სადაც არ არის ეს მიზანშეწონილი. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჭარბი კონკურენცია არ შეექმნათ ჩვენს მოქალაქეებს დასაქმების კუთხით. „ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების შრომითი ინტერესები, რაც არის მიღებული პრაქტიკა ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც უფრთხილდება საკუთარ მოქალაქეებს და მათ ინტერესებს. ჩვენ განვსაზღვრეთ ის სფეროები, სადაც დასაშვებია უცხოელების დასაქმება და სადაც არ არის ეს მიზანშეწონილი. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჭარბი კონკურენცია არ შეექმნათ ჩვენს მოქალაქეებს დასაქმების კუთხით. რაც შეეხება განკარგულებას, განსაზღვრულია კვოტები, მათ შორის კონკრეტულ შემთხვევებში განსაზღვრულია ნულოვანი კვოტები, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოკვეთილია სფეროები, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დასაქმების კუთხით ვერავინ ვერ გაუწევს კონკურენციას. აქ იყო გათვალისწინებული თითოეული შემთხვევა, თითოეულ შემთხვევაში მოქალაქეების ინტერესები და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვახერხეთ ჩვენი მოქალაქეების შრომითი ინტერესების დაცვა", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)