|
2026-02-22 17:05:40, 1017 ნახვა
პოლიტიკა
BBC: ძალადობრივი დარბევების შემდეგ, ირანში სტუდენტებმა აქციების ახალი ტალღა დაიწყეს
ირანში საპროტესტო აქციების ახალი ტალღა დაიწყო - ძალადობრივი დარბევების შემდეგ, ირანელმა სტუდენტებმა პირველი მასშტაბური ანტისამთავრობო აქციები გამართეს. BBC წერს, რომ ირანის რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებმა ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები გამართეს, რაც მსგავსი მასშტაბის პირველი გამოსვლებია გასულ თვეში ხელისუფლების მიერ აქციების სისხლიანი ჩახშობის შემდეგ. BBC-მ მოიპოვა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ მართავენ დემონსტრაციას სტუდენტები შირიფის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კამპუსში, თეირანში, შაბათს. მოგვიანებით, სტუდენტებსა და ირანის რეჟიმის მხარდამჭერებს შორის დაპირისპირებაც იყო. BBC წერს, რომ თეირანის კიდევ ერთ უნივერსიტეტში გაიმართა მჯდომარე აქცია, ხოლო ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში - საპროტესტო გამოსვლა. სტუდენტები პატივს მიაგებდნენ იანვარში მასობრივი პროტესტის დროს დაღუპული ათასობით ადამიანის ხსოვნას. ამ ეტაპზე უცნობია, დააკავეს თუ არა ვინმე დემონსტრაციების დროს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)