|
2026-02-22 13:02:06, 864 ნახვა
პოლიტიკა
EU-მა სომხეთისთვის €202.5 მლნ-ის ოდენობის მხარდაჭერის პაკეტი ოფიციალურად დაადასტურა
ევროკავშირმა სომხეთისთვის 202,5 მილიონი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტი ოფიციალურად დაადასტურა. ეს გადაწყვეტილება წინ უსწრებს ევროკავშირი-სომხეთის პირველ ერთობლივ სამიტს, რომელიც 2026 წლის მაისშია დაგეგმილი. 2025 წელს სომხეთის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების კანონპროექტი საბოლოოდ მიიღო. ბოლო პერიოდია სომხეთმა, რომელიც მანამდე რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობა გააძლიერა. 2025 წლის 14 იანვარს სომხეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინ სომხეთში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი იმყოფებოდა, ის ასევე ესტუმრა აზერბაიჯანსაც - კავკასიაში ვიზიტის ფონზე, ჯეი დი ვენსი საქართველოში არ ჩამოსულა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)