|
2026-02-17 12:34:46, 665 ნახვა
პოლიტიკა
სტივენ დოუთი: საქართველოს მთავრობის კანონმდებლობა მიზანში იღებს NGO-ებს, ოპოზიციას
გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი სამეფოს თემთა პალატის წევრის, იან დანკან სმიტის კითხვის პასუხად ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის კანონმდებლობა NGO-ებს, ოპოზიციის ლიდერების მიზანში იღებს. "გაერთიანებული სამეფო მტკიცედ აგრძელებს მხარდაჭერას საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და დემოკრატიული თავისუფლებების მიმართ. ბოლო წლებში საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონმდებლობა კვლავ მიზანში იღებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციის ლიდერებსა და დამოუკიდებელ ხმებს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან. გაერთიანებულმა სამეფომ დააწესა მიზნობრივი სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმებზე, მოსამართლეებზე თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის, აგრეთვე მაღალჩინოსნებზე, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებს. ვერ გავაკეთებ კომენტარს შესაძლო სამომავლო სანქციების გამოყენებაზე, რადგან ამან შეიძლება შეასუსტოს მათი ეფექტიანობა", - წერს ის.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)