20:38 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 00:38:38, 558 ნახვა

პოლიტიკა
 ბერძენაძე: 27- ში შიხიაშვილმა ჩამოიყვანა ხალხი რაიონებიდან  და  ვეტერანები ერთმანეთს დაუპირისპირა

"ძალოვან ვეტერანთა და პატროტთა პოლიტიკური მოძრაობის" თავმჯდომარის გია ბერძენაძის განცხადებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის ირაკლი შიხიაშვილის  თანამდებობიდან გადადგომის მიზეზია ის, რომ  შიხიაშვილი ვეტერანთა ინსტიტუციურ დევნასთან დაკავშირებული ჯგუფის წევრი იყო. " საკაშვილის მოსვლის შემდეგ, ამ ჯგუფმა   დაიწყო ვეტერანების დევნა, დაპატიმრება  შანტაჟი მათი, ზოგის დახვრეტა და ა.შ. ეს იყო ფაქტობრივად იმ გუნდის წევრი, რომელიც ახორციელებდა ვეტერანთა დევნას",- განუცხადა ბერძენაძემ " ექსპრესნიუსს". თუმცა, ბერძენაძე შიხიაშვილის გადადგომას უმთავრესად რამდენიმე დღის წინ, გმირთა მოედანზე მომხდარ ინციდენტს უკავშირებს: " მთავარი იყო ის, რომ  მან მოინდომა ვეტერანთა ეროვნული ჰოსპიტალის  დახურვა, რამაც გამოიწვია დიდი ტალღა მოწინააღმდეგეების, რადგან ვეტერანთა ჰოსპიტალი ვეტერანებისთვის წმინდა ადგილია და  იმ წმინდა ადგილს შეეხო. ყველაზე ბოლოს, წყალგამყოფი ვეტერანებსა და შიხიაშვილს შორის ეს იყო  27 მარტს განვითარებული მოვლენები. ვეტერანები  აპირებდნენ მჯდომარე აქციის  გამართვას   ვეტერანთა მემორიალთან. ითხოვდნენ  ვეტერანის ჰოსპიტალის დაფინანსებას, სახელწმიფოს მხრიდან პოლიტიკის შეცვლასა და შიხიაშვილის გადგომას. შიხიაშვილმა ჩამოიყვანა ხალხი რაიონებიდან  და პრაქტიკულად  მოახდინა ვეტერანების დაპირისპირება  იმ  მშვიდობიან მანიფესტანტ ვეტერანებთან, რითაც დამთავრად ამ ადამიანის ლეგიტიმაცია. ვეტერანთა სოლიდურ წარმომადგენლობას ჰქონდა ამსთან დაკავშირებთ  მსჯელობა. იქ გადაწყდა და ითქვა, რომ  ამ კაცს არ ჰქონდა მორალური უფლება, ყოფილიყო ვეტერანთა დეპარტამენტის  ხელმღვანელი და მას  მოუწია დაეწერა განცხადება, თუმცა ბოლო მომენტამდე ის არ აპირებდა წასვლას. მინდა მას მომავალ სამქინობაში წარმატებები ვუსურვო",- განუცხადა გია ბერძენაძემ " ექსპრესნიუსს".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics