|
2026-02-13 17:35:05, 863 ნახვა
პოლიტიკა
ილიაუნის განათლების სკოლა: მოვითხოვთ გადაწყვეტილების გაუქმებას, რომელიც არაკონსტიტუციურია
ილიაუნის განათლების სკოლა მოითხოვს ქართული ოცნების მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლის თანახმადაც, უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების კვოტები უმცირდება. 12 თებერვალს ქართული ოცნების განათლების სამინისტრომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში ფაკულტეტების კვოტები გამოაქვეყნა. მათი მტკიცებით, კვოტები განაწილდა "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის" პრინციპის შესაბამისად, არსებითად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით. თსუ- ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით, სამართალი, ეკონომიკა და ბიზნესის ადმინისტრირება, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები. სტუ - საინჟინრო-ტექნიკური დისციპლინები თსსუ - მედიცინის სპეციალობები ილიაუნი - პედაგოგიკის პროგრამები და ABET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - აგრარული სპეციალობები, ქართულ-აფხაზური ენის და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობები სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი - შესაბამისი სპეციალობები ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტები - მრავალფუნქციური სპეციალობები ზუგდიდის, გორის, ახალციხისა და თელავის უნივერსიტეტები - აგრარული სპეციალობები, ტურიზმის მიმართულებები და პედაგოგიკა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)