|
2026-02-13 16:30:36, 808 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი: ილიაუნი გაჩხერილი ჰყავთ და უნდათ ბოლო მოუღონ, თუმცა, ბევრად უფრო რთულადაა საქმე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი გაჩხერილი ჰყავთ და უნდათ ბოლო მოუღონ, თუმცა, ბევრად უფრო რთულადაა საქმე - არავის ეგონოს, რომ კერძო უნივერსიტეტები ამას გადაურჩებიან! - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „რადიო პალიტრის“ ეთერში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა უმაღლესი განათლების რეფორმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „რეალურად, ეს ყველაფერი ეძღვნება იმას, რომ პოლიტიკური, ერთპარტიული კონტროლი დაწესდეს მთლიანად პროფესორებზე, პროგრამებსა და წიგნებზე. „არავის ეგონოს, რომ კერძო უნივერსიტეტები ამას გადაურჩებიან! ეს ხომ არის პირდაპირი ნიშანი, რომ ცალ-ცალკე ეხებიან სხვადასხვა დარგს, სექტორს. სხვას გონია, რომ მე გადავრჩი, რა კარგია, შეიძლება გავჩუმდეო, მაგრამ... როგორ მოქმედებდა საბჭოთა სისტემა? პირდაპირ ეს არის: როდესაც აკაკუნებდნენ ვიღაცის კარებთან, მაშინ მეზობელი ფიქრობდა, მე გადავრჩიო და ჩუმად იყო, შემდეგ მას მიადგნენ. ეს არის რაც ვრცელდება დღეს უნივერსიტეტებზე. ხვალ რომელიმე დარგზე [გავრცელდება], ბაზრობაზე, მარკეტებზე, ექიმებზე“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)