|
2026-02-12 22:56:43, 933 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის ვიცე-პრემიერი: განიხილება აფხაზეთის გავლით რუსეთ-საქართველოს შორის რკინიგზის აღდგენა
რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი აცხადებს, რომ “განიხილება აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა”. მის განცხადებას რუსული სამთავრობო, პროპაგანდისტული TASS აქვეყნებს. “მიმდინარეობს მუშაობა კავკასიაში ყველა დარღვეული გზის განბლოკვაზე, მათ შორის განიხილება აფხაზეთის ტერიტორიის გავლით რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა”, - თქვა მან. ალექსეი ოვერჩუკი ასევე ამბობს, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე სომხეთის რკინიგზის ორი მონაკვეთის აღდგენასთან დაკავშირებით, რაც ერასხის რაიონს დააკავშირებს აზერბაიჯანის რკინიგზასთან, ისევე, როგორც აჰურიანის რაიონს თურქეთის რკინიგზასთან. რუსეთის ვიცე-პრემიერი ირწმუნება, რომ "მსოფლიოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ირანის, თურქეთისა და რუსეთის ხალხთა სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება".
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)