16:38 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-11 12:02:53, 1272 ნახვა

სამართალი
რუსთავი-ლილოს გზაზე მომხდარ ავარიას 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი მძიმედ დაშავდა

ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე მოხდა.

"ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა.

მსუბუქ ავტომობილში მსხდარი ახალგაზრდა მამაკაცი და 2 შუახნის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, 2 დაშავებული კი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანეს. 

ავარიის მონაწილე იყო კიდევ ერთი მსუბუქი ავტომობილი, რომლის მგზავრებიც უვნებლად გადარჩნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. 

შემთხვევის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო გადაადგილება,  ამ დრომდე შეზღუდულია.

 მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 2 პირიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" კლინიკა რუსთავის კლინიკურმა დირექტორმა ლევან მჭედლიძემ განუცხადა.

მისი ცნობით, ერთ-ერთი პაციენტის, 36 წლის მამაკაცის, მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მძიმეა მეორე პაციენტის, 66 წლის ქალის, ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა სტაბილურად ფასდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics