|
2026-02-10 18:20:55, 1354 ნახვა
სამართალი
ადვოკატები 8 ოპოზიციური ლიდერის სასამართლოს შეწყვეტას მოითხოვენ, რადგან გამოძიება დაბალი სტანდარტით წარიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ამასთან, გადაწყდება საქმე არსებითად განსახილველად გადაეცემა თუ არა სასამართლოს. ადვოკატები მოითხოვენ შეწყდეს საქმის წარმოება და არ გადასცეს მოსამართლემ არსებით განსახილველად სასამართლოს, ვინაიდან გამოძიება მათი შეფასებით დაბალი სტანდარტითაა ჩატარებული და ვერ აკმაყოფილებს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს. ნიკა მელიას ადვოკატი, ირაკლი კონდახაშვილი ამბობს, რომ საქმე პოლიტიკურია და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს სხდომას არ ესწრება. „როცა სასამართლო გამოაცხადებს ამ საქმეში არის მაღალი ალბათობა, რომ განაჩენი დადგებაო, ერთი თხოვნა მექნება ადგილზე თათბირით გამოაცხადეთ, რადგან ყველაფერი უკვე წინასწარ გადაწყვეტილია“. 8 ოპიზიციონერი ლიდერის საქმეში ვოლოდიმერ ზელენსკისა და დავით არახამიას საიტის დათვალიერების ოქმები დევს - ამის შესახებ სასამართლო პროცესზე მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განაცხადა. კორძაძემ სასამართლო დარბაზში პროკურორებს ჰკითხა, რას ეძებდნენ სხვა სახელმწიფოს ლიდერების გვერდებზე და რაში შეიძლება გამოყენებულიყო აღნიშნული ოქმები ე.წ. საბოტაჟის საქმეში. ადვოკატების პოზიცია, რომ ისინი წარმოდგენილ საქმის მასალებში ვერ აიდენტიფიცირებენ მტკიცებულებებს, რომლებიც მათი დაცვს ქვეშ მყოფებს ეხებათ. მათი შეფასებით, დარბაზში ბრალდებულებს სამ სხვადასხვა საქმეზე ედავებიან, თუმცა ისინი მაინც ერთად სხედან და განხილვაც ერთად მიდის.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)