05:26 - 06 Jun, 2026
|
2026-02-06 11:51:11, 12425 ნახვა
რეგიონი
კოსი- ევროკავშირს არ აქვს თურქეთის გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლების გეგმები
ევროკავშირს არ აქვს თურქეთის გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლების გეგმები“, - განაცხადა გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა მარტა კოსმა ანკარაში ვიზიტამდე Politico-სთან ინტერვიუში. „ჩემი ვიზიტი ანკარაში მიზნად ისახავს ნდობის აღდგენას და გზების ძიებას, რათა ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები ორივე მხარისთვის უფრო მომგებიანი გახდეს. ევროკავშირმა თურქეთთან ურთიერთობებს ახლებურად უნდა შეხედოს, თუმცა მოლაპარაკებების განახლების გეგმები არ არსებობს“, - განაცხადა მარტა კოსმა. მან აღნიშნა, რომ უკრაინაში მშვიდობა შეცვლის ევროპულ რეალობას, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში და, შესაბამისად, ანკარა „ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი გახდება“ ბრიუსელისთვის. დღეს კოსი ანკარას ეწვევა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ფიდანს შეხვდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)