|
2016-03-29 13:24:13, 1208 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტი: Egypt Air-ის თვითმფრინავის ყველა მძევალი გათავისუფლებულია
გატაცებული თვითმფრინავის ყველა მგზავრი გათავისუფლებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ევროპარლამენტის თავმჯდომარეზე მარტინ შულცზე დაყრდნობით იტყობინება. "ლარნაკის აეროპორტის ყველა მგზავრი გათავისუფლებულია. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მალევე მოგვარდება," - განაცხადა შულცმა, კვიპროსის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. ცნობისთვის, კვიპროსის პრეზიდენტი ეგვიპტური თვითმფრინავის გატაცების საქმეში ტერორიზმს გამორიცხავს. ნიკოს ანასტასიადისი აცახდებს, რომ გამტაცებელს პირადი მოტივები ამოძრავებს. როგორც კვიპროსის მედია საშუალებები იტყობინებიან, გამტაცებლის ყოფილი მეუღლე კვიპროსელია და მასთან შეხვედრას ითხოვს. "ეს შეყვარებული მამაკაცია, რომელსაც ყოფილ ცოლთან შეხვედრა სურს. საქმე ქალს უკავშირდება", - განაცხადა კვიპროსის პრეზიდენტმა. ადგილობრივი მედიის ცნობით, გამტაცებლის ყოფილი მეუღლე ლარნაკას აეროპორტში უკვე მიიყვანეს და ის მოლაპარაკებებს მართავს. კვიპროსის ხელისუფლების ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა არ არის.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ქერჩის რკინიგზის კვანძს დაარტყა და შავ ზღვაში რუსულ ტანკერებს შეუტია
უკრაინაში თავდაცვის მინისტრ ფედოროვის გადადგომის გამო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)