18:34 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 12:05:20, 614 ნახვა

საზოგადოება
ACE-ზე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე წარადგენს

2016 წლის 10-16 აპრილს აშშ-ში, კალიფორნიისა და არიზონას შტატებში გაიმართება მაღალი დონის რიგით მეხუთე ვიზიტი ვიზიტი Americas Competitiveness Exchange on Innovation and Entrepreneurship (ACE) პროგრამის ფარგლებში, რომელში მონაწილეობის მისაღებად მაღალკონკურენტულ პირობებში საქართველოდან ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ქაშიბაძის კანდიდატურა შეირჩა.

ACE -ამერიკის კონკურენტუნარიანობის ქსელის აშშ-ს (RIA)კომერციის დეპარტამენტის, საერთაშორისო სავაჭრო ადმინისტრაციისა და ამერიკის სახელმწფოთა ორგანიზაციის მხარდაჭერით იმართება. პროგრამა ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში მოღვაწე ლიდერებს როგორც ამერიკიდან ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან უნიკალურ საშუალებას აძლევს, დაამყარონ ისეთი კავშირები, როგორიც შეესაბამება 21-ე საუკუნის ეკონომიკას, რომელიც ხასიათდება ინოვაციურობით, კვლევებით, განვითარებით, მაღალღირებული წარმოებით, ექსპორტზე ორიენტირებულობით და განვითარებადი  სექტორებით, როგორიცაა მაგალითად მაღალტექნოლოგიური წარმოება.

რამდენადაც ეკონომიკური ზრდა და ინოვაციები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გლობალურ და რეგიონულ თანამშრომლობაზე,ACE - წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც ასეთი თანამშრომლობის დამყარების საშუალებას იძლევა. სხვა ქვეყნებთან წარმატებული თანამშრომლობა კი, მნიშვნელოვანი წინაპირობაა ინოვაციური წარმოებისა და სამეწარმეო ეკოსისტემების გაძლიერებისთვის ქვეყანაში, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს უფრო ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics