|
2026-01-23 11:09:22, 3787 ნახვა
კომენტარი
ვაშაძე - დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ
7 თვე რთული იყო, მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად ძლიერი და დიდია, რომ არცერთი დღე ნამდვილად არ გამჭირვებია, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მან გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "ძალიან შემართებით ვარ, ოპტიმისტურად განწყობილი. ამდენი ადამიანი, გულშემატკივარი. მინდა, მივესალმო საქართველოს, დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ სამართლიან ქვეყანაში, ქვეყანაში, რომელიც წინ მიდის, არის განვითარებულ ქვეყნებს შორის, არის ევროკავშირის ღირსეული წევრი.. მინდა, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვროთ, სადაც ადამიანებს განსხვავებული აზრის გამო არ დაიჭერენ. შვიდი თვე რთული იყო, განსაკუთრებით როცა ოჯახს, შვილებს და მეუღლეს შორდები, მაგრამ რწმენა იმის, რომ გავიმარჯვებთ, იმდენად დიდია,რომ არცერთი დღე არ გამჭირვებია"- თქვა ვაშაძემ ციხიდან გამოსვლის შემდეგ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)