12:19 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-15 19:26:15, 603 ნახვა

პოლიტიკა
საფარი: TikTok-ის გამოყენებით მცირეწლოვანზე სექსუალურად ძალადობისთვის კაცს პატიმრობა მიესაჯა

ორგანიზაცია საფარის ცნობით, 14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყნილი ქმედების ბრალდებით პედოფილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საფარის განცხადება: 

"საფარს მიმართა მცირეწლოვანი ბავშვის დედამ, რომელსაც  შვილმა უთხრა, რომ მას ინტენრეტ სივრცეში უცხო მამაკაცი სწერდა. საფარის იურისტი, მარი ვარამაშვილი საქმეში ჩაერთო და ბავშვთან გასაუბრების შემდეგ სქესობრივი დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ პედოფილი, რომელიც ბავშვს, როგორც თანატოლი, გაეცნო,  TikTok-ის პლატფორმაზე უგზავნიდა ინტიმური შინაარსის მასალას, აიძულებდა ბავშვს მისთვისაც  იმავე სახის მასალის გამოგზავნას და სხვადასხვა სექსუალური ხასიათის მოქმედების განხორციელებას. 

მიუხედავად იმისა, რომ ტიკტოკის პლატფორმაზე პირი არაიდენტიფიცირებადი იყო, შევძელით მისი მონაცემების მოპოვება და დავადგინეთ პირის ვინაობა. ამის შემდეგ,  ჩატარდა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. დადგინდა, რომ პირი არის სრულწლოვანი და დღეს, 21 მაისს, მას პატიმრობა შეეფარდა.  

საქმე მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ეს საფარის პრაქტიკაში TikTok-ის პლატფორმაზე კიბერგრუმინგის პირველი შემთხვევაა, როდესაც პედოფილი იდენტიფიცირდა, რის შედეგადაც ის დააკავეს. საფარი აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რათა ბრალდებულის სხვა სავარაუდო მსხვერპლების საქმეებზეც გაგრძელდეს საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო ამ კონკრეტულზე დადგეს გამამტყუვნებელი განაჩენი.

15 იანვარს პედოფილი დამნაშავედ ცნეს წარდგენილ ბრალდებაში, რაც 14 წლის ასაკს მიუღწეველთან გარყნილ ქმედებას გულისხმობდა. მას სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა განახლებული პროგნოზები: უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია, და სტაბილური ლარი
Amnesty International - საქართველოში ქალი მომიტინგეები ხდებოდნენ გენდერული და სექსუალური ძალადობის სამიზნე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics