13:53 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-13 17:02:50, 787 ნახვა

პოლიტიკა
მოსამართლემ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მზია გარშაულიშვილმა მიიღო.

ელისაშვილის საქმეზე საგამოძიებო ვადა გახანგრძლივდა, რის გამოც, დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკოსის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

პროცესზე ბრალდების მხარე ალეკო ელისაშვილის კვლავ პატიმრობაში დარჩენას ითხოვდა. პროკურორ მარიამ ბერძენიშვილის განმარტებით, საქმეზე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა, რაც მის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი გახდებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics