09:04 - 06 Jun, 2026
|
2026-01-09 13:10:12, 3037 ნახვა
ომი უკრაინაში
კიევში რუსეთის სამხედრო დარტყმამ კატარის საელჩოს შენობა დააზიანა
კიევში რუსეთის სამხედრო დარტყმამ კატარის საელჩოს შენობა დააზიანა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ჩვენი რეგულარული სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკული ობიექტების გარდა, რუსულმა დრონმა დღეს ღამით კატარის საელჩოს შენობაც დააზიანა. ქვეყანა, რომელიც ამდენ რამეს აკეთებს რუსეთთან შუამავლობისთვის, რათა გაათავისუფლოს სამხედრო ტყვეები და მშვიდობიანი მოქალაქეები რუსეთის ციხეებში“, - დაწერა მან. ზელენსკის თქმით, უკრაინას ღამით 242 დრონი, 13 ბალისტიკური რაკეტა, 22 ფრთოსანი რაკეტა და ორეშნიკის რაკეტა დაესხნენ თავს. „თავდასხმა ზუსტად მაშინ მოხდა, როდესაც მნიშვნელოვანი ყინვა იყო. ის ჩვეულებრივი ადამიანების ჩვეულებრივ ცხოვრებას ისახავდა მიზნად“.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)