|
2016-03-28 14:02:30, 533 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ კაპანაძე: ფარმაცევტის ოცნება არის ბევრი ქრონიკული ავადმყოფი, ბევრი წამალი რომ შეიძინონ
ტელეკომპანია „ობიექტივის“ გადაცემაში „გაზეთ „ბანკები და ფინანსების საათი“ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში ნოდარ კაპანაძე ჯანდაცვის სფეროში არსებულ საკანონმდებლო რეალობას შეეხო და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო რეალობა და ზე-ქვე პუნქტები მისთვის ნაკლებად საინტერესოა: „ფარმაცევტის ოცნება არის ბევრი ქრონიკული ავადმყოფი, რომ მათ შეიძინონ ბევრი წამალი. სადაზღვევო კომპანიის, დამზღვევის ოცნება არის ბევრი ჯანმრთელი ადამიანი, რომ გადაიხადონ სადაზღვევო შენატანი და არ გახდნენ ავად. ახლა ამიხსნას ვინმემ, ეს ორი „ცხოველი“ ერთ თავლაში როგორ აბია?! ყველაზე უფრო საინტერესო ამ შემთხვევაში ის არის, რომ იყო საუბარი ანტიმონოპოლიურ სამსახურზე და შეიქმნა კიდეც კონკურენციის სააგენტო, მაგრამ ეს სამსახური უნდა იყოს ძალიან მაღალი კლასის მათემატიკოსებით, ეკონომისტებითა და ფინანსისტებით დაკომპლექტებული, რომლებიც შეისწავლიან ფასწარმოქმნას. სხვა შემთხვევაში, საუბრები, რომ საქართველოში მედიკამენტები უსამართლოდ ძვირია, ან უსამართლოდ იაფი და ასე შემდეგ, მხოლოდ სუბიქტურ განცდებს ეფუძნება. რეალურად კი რა ხდება – კონკურენციის სააგენტომ უარი თქვა ფარმეცევტული სექტორის შესწავლაზე და ეს უარი აიხსნა იმით, რომ თითქოს საამისო მიზეზები არ არსებობს. მე კი მგონია, რომ სააგენტოს უბრალოდ არ ძალუძს ამის გაკეთება. რატომ არ ძალუძს? მაშინ რას მიკეთებს კონკურენციის სააგენტო, ანტიმონოპოლიური სამსახური, თუ ამას ვერ აკეთებს. ჯერ ერთი, სამომხმარებლო ბაზარზე 30%-ზე მეტი თუ არის ერთი მოთამაშის ხვედრითი წილი, ეს არის ძალიან მაღალი რისკი და მონოპოლიური ფასების გამომწვევი ფაქტორი. თუ მხოლოდ რამდენიმე მოთამაშეა, მაშინ ძალიან დიდი რისკი კარტელური გარიგებების. ფასწარმოქმნის შესწავლა სულაც არ არის წარმოუდგენელი სირთულის ამოცანა, ამას საშუალო დონის სტატისტიკოსიც ძალიან კარგად შეძლებს“, – აცხადებს კაპანაძე.
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)