16:47 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-26 17:05:16, 544 ნახვა

საზოგადოება
სამების საკათედრო ტაძარში დამწვარი სტამბის აღსადგენად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

თბილისის მერის დავით ნარმანიასა და ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდული ცენტრის შენობაში ხანძრის დროს დამწვარი სტამბის აღსადგენად, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ჯგუფი დაზიანებული ტერიტორიისთვის მიყენებული ზარალის ოდენობას შეისწავლის  და მისი რეაბილიტაციისთვის შესაბამის  ხარჯთაღრიცხვას წარადგენს.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, სტამბის ტერიტორია დღეს დავით ნარმანიამ და ნოდარ ხადურმა დაათვალიერეს და შესაბამისი  მითითებები გასცეს.

„თბილსერვის ჯგუფმა“  აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება უკვე დაასრულა. 

შეგახსენებთ, სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში, სტამბის ტერიტორიაზე ხანძარი 20 მარტს გაჩნდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics