|
2025-12-09 12:04:41, 952 ნახვა
პოლიტიკა
TI: მიტაცებული სახელმწიფოს სათავეში მდგომი ივანიშვილის მმართველობა ემყარება კორუფციულ ჯგუფს
9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, რომელიც კორუფციის მკვლევარი ორგანიზაციაა, აცხადებს, რომ 2025 წლის ბოლოს კორუფციის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებით შემაშფოთებელია. TI-ის შეფასებით, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო მიტაცებული, კლეპტოკრატიული სახელმწიფოა. "ასეთ ქვეყნებში მმართველი ელიტის ერთადერთი მიზანი და მოტივაცია პირადი გამდიდრებაა, რაც მოქალაქეებისა და სახელმწიფოს გაძარცვის გზით ხდება. კორუფციის გზით დაგროვილი რესურსები კი, თავის მხრივ, ძალაუფლების შენარჩუნებას ხმარდება. მიტაცებული სახელმწიფოს სათავეში მდგომი ბიძინა ივანიშვილის მმართველობა ემყარება კორუფციაში ჩართულ გარკვეულ ჯგუფს, რომელსაც ის აძლევს კორუფციის გზით გამდიდრების საშუალებას და შემდეგ იყენებს მათ სახელმწიფო ინსტიტუტების დამორჩილებისა და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. შესაბამისად, სამომავლოდ, კორუფციის და მისგან გამოწვეული ზიანის ზრდას უნდა ველოდეთ“. – წერს ორგანიზაცია და აცხადებს, რომ კორუფციის მხრივ ქვეყანაში არსებული გამოწვევები შემდეგნაირად გამოიყურება:
ნაცნობ მამაკაცს რამდენჯერმე ესროლა - ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
სტამბოლში დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მეათე შეხვედრა გაიმართება
ისრაელმა ირანში ნავთობქიმიურ კომპლექსს დაარტყა
სომხეთში დამუშავებული ბიულეტენების 95%-ს მიხედვით, პრემიერის პარტია 50.07% იღებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)