|
2025-11-27 14:58:12, 2415 ნახვა
მსოფლიო
ჰონგ-კონგში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 55-ს მიაღწია
სამხრეთ ჩინეთის მორნინგ პოსტის ცნობით, სამოცდათექვსმეტი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაგან 15 კრიტიკულ მდგომარეობაშია. კიდევ 62 ადამიანი ვან ფუკ კორტის საცხოვრებელი კომპლექსის შვიდ შენობაშია ჩარჩენილი, დაახლოებით 280 კი დაკარგულად ითვლება. სამ შენობაში ხანძარი კვლავ მძვინვარებს. კომპლექსის რემონტზე პასუხისმგებელი სამშენებლო კომპანიის სამი მაღალი თანამდებობის პირი დააკავეს და ბრალი გაუფრთხილებლობით მკვლელობაში წაუყენეს. მიმდინარეობს გამოძიება რემონტის დროს შესაძლო კორუფციის ფაქტზე. სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, რომ რემონტის დროს გამოყენებული იყო ადვილად აალებადი პოლისტიროლის ქაფი და რომ ხარაჩოები ბამბუკისგან იყო დამზადებული - უხარისხო მასალების გამოყენებამ ხანძრის სწრაფი გავრცელება გამოიწვია. სამხრეთ ჩინეთის მორნინგ პოსტი იუწყება, რომ ტაი პოს ხანძარი ბოლო შვიდი ათწლეულის განმავლობაში ქალაქში ყველაზე დამანგრეველია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)