|
2025-11-23 12:20:40, 2272 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი მონაწილეობას მიიღებენ სამშვიდობო გეგმის მოლაპარაკებებში და წარმოადგენენ თავიანთ კონტრწინადადებებს
დღეს ჟენევაში ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი შეუერთდებიან სამშვიდობო გეგმის მოლაპარაკებებს. ურსულა ფონ დერ ლაიენის მარჯვენა ხელი, ბიორნ ზაიბერტი, შვეიცარიაში ევროკავშირის პოზიციის წარსადგენად კრიტიკულ შეხვედრაზე ჩავიდა. ევროპა ხელცარიელი არ ჩასულა. The Washington Post-ის ცნობით, ჟენევაში ტრამპისთვის მკაცრი კონტრწინადადებების შემცველი დოკუმენტი გადაეცა. ის სამ ძირითად პუნქტს შეიცავს: კიევის შეიარაღებული ძალები არანაირი ჩარჩოთი არ შემოიფარგლება. უკრაინა კონტროლს დაიბრუნებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, კახოვკას კაშხალზე, დნეპრის მდინარის გადასასვლელებზე და კინბერნის ნაპირზე. ყველა სხვა ტერიტორიული დავა განხილული იქნება მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ - რაც ნიშნავს, რომ დონბასიდან ჯარების გაყვანა ცეცხლის შეწყვეტის მიზნით არ განიხილება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)