|
2025-11-19 10:45:37, 1014 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი საუდის არაბეთს ნატოს გარეთ აშშ-ის მთავარ მოკავშირედ ასახელებს
აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა საუდის არაბეთი ნატოს გარეთ აშშ-ის მთავარ არაწევრ მოკავშირედ გამოაცხადა, რითაც სამხედრო თანამშრომლობის დონე აამაღლა. მან ეს განცხადება საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცისა და დე ფაქტო მმართველის, პრინცი სალმან ბინ სალმანის პატივსაცემად გამართულ საზეიმო ვახშამზე გააკეთა. „მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ საუდის არაბეთის ნატოს არაწევრ მთავარ მოკავშირედ დანიშვნით ჩვენ ვამაღლებთ ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის დონეს“, - თქვა მან. მოლაპარაკებების შემდეგ, თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული თავდაცვის შეთანხმებას. თავის გამოსვლაში ტრამპმა ეს ისტორიული უწოდა. გარდა ამისა, აშშ-ის ლიდერმა დაამტკიცა საუდის არაბეთისთვის თავდაცვის მიწოდების მნიშვნელოვანი პაკეტი, მათ შორის F-35 გამანადგურებლების მომავალი მიწოდება. ტრამპი ასევე დათანხმდა, რომ საუდის არაბეთი თითქმის 300 ამერიკულ ტანკს შეიძენს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)