|
2025-11-18 09:48:27, 772 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი მზადაა ხელი მოაწეროს კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ
აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი მზადაა ხელი მოაწეროს კანონპროექტს, რომელიც რუსეთზე სანქციების გაზრდას ითვალისწინებს, იმ პირობით, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ასეთი შეზღუდვების დაწესების ან მოხსნის შესახებ მას ეკუთვნის. ამის შესახებ თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა წყარომ „როიტერს“ განუცხადა. „თეთრი სახლისა და პრეზიდენტისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სანქციების პაკეტში გამონაკლისი ყოფილიყო, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ სანქციებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება პრეზიდენტს ეკუთვნოდა. ამიტომ, თუ ეს კანონპროექტში იქნება გათვალისწინებული, ვფიქრობ, პრეზიდენტი მის ხელმოწერას განიხილავდა. მან ამის შესახებ გუშინ ღამით განაცხადა“, - აღნიშნა წყარომ. ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის უკრაინაში ომის მოგვარების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს: „ჩვენ ნამდვილად კვლავ ვმუშაობთ ამაზე. ეს უბრალოდ წინა პლანზე არ ყოფილა, რადგან ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი“.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)