|
2025-11-07 22:45:48, 1461 ნახვა
საზოგადოება
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ - ერთად გავიმარჯვებთ - თიბისისთან ერთად
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის უმნიშვნელოვანესი ტესტ-მატჩებისთვის ემზადება. რიჩარდ ქოქრილის რჩეული მოთამაშეები ჯერ თბილისში შეიკრიბნენ; რამდენიმე დღეში კი, მზადება ბათუმში გააგრძელეს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გაფართოებულ შემადგენლობაში 25 მორაგბეს უხმო: შერკინება: ნიკოლოზ ხატიაშვილი, დავით აბდუშელიშვილი, კახა დარბაიძე, ირაკლი ქვათაძე, შალვა მამუკაშვილი, მიხეილ ბაბუნაშვილი, დემურ ეფრემიძე, სანდრო მამამთავრიშვილი, გიორგი სინაურიძე (ყველა - შავი ლომი), გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), ირაკლი აფციაური, ბექა საღინაძე (ლიონი), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), ბექა გიგაშვილი (ტულონი), ვანო კარკაძე, თემურ წულუკიძე (ოიონა), ლადო ჩაჩანიძე (მონ დე მარსანი), ბექა გორგაძე (პო), ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი), ილია სპანდერაშვილი (ვალანსი). ხაზი: ვასილ ლობჟანიძე, ლუკა მატკავა (ოიონა), გელა აფრასიძე (პერპინიანი), აკაკი ტაბუცაძე, თენგიზ პერანიძე, დემე თაფლაძე, თორნიკე კახოიძე, ზაურ ლუტიძე, შალვა აფციაური, ლუკა ცირეკიძე, ალექსანდრე თოდუა (ყველა - შავი ლომი), თედო აბჟანდაძე (ორიაკი), გიორგი კვესელაძე (გრენობლი), გიორგი შველიძე (ბრივი), დავით ნინიაშვილი (ლა როშელი). 8 ნოემბერს, ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ ბორჯღალოსნები აშშ-ის ნაკრებს უმასპინძლებენ. 15 ნოემბერს კი, ამავე სტადიონზე კანადას დაუხვდებიან. შემოდგომის ტესტების ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, 22 ნოემბერს ჩაატარებს, სადაც ჩვენი მეტოქე იაპონიის ნაკრები იქნება. ამ ტესტებს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან მათი შედეგების გათვალისწინებით დაკომპლექტდება კალათები 2027 წლის მსოფლიო თასის წილისყრის წინ. ახალი თაობის მორაგბეების, გამოცდილი მოთამაშეებისა და ტალანტების ერთ გუნდში ხილვა, გვაძლევს გამარჯვებისა და წინსვლის იმედს. #ერთადგავიმარჯვებთ, თიბისისთან ერთად!
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)