11:29 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-27 17:30:11, 1890 ნახვა

კომენტარი
ოცნების პრლამენტის თავმჯდომარე - მარგინალური ჯგუფი გვყავს, რომელსაც უცხოელის სახით ცრუ კერპები შეუქმნეს და ფიქრობენ, რომ გარედან რაც კი მოდის, საუცხოოა

დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავზე მარგინალური ჯგუფი გვყავს, რომელსაც უცხოელის სახით ცრუ კერპები შეუქმნეს და ფიქრობენ, რომ გარედან რაც კი მოდის, საუცხოოა, – ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ქართველ ხალხს არ სურს, უცხო ქვეყნიდან მართული იყოს.

„მთავარი მოთხოვნაა, რომ საქართველოს ისეთი ხელისუფლება ჰყავდეს, რომელიც გარე მითითებებს შეასრულებს; მთავარი პრეტენზიაა, რატომ არ ვუჯერებთ ევროკავშირის ელჩს, რასა იუკნევიჩიანეს ან მეშვიდეხარისხოვან ბიუროკრატს ბრიუსელში? მათთვის კანონი უცხოელების სიტყვა უნდა იყოს და არა პარლამენტის მიერ მიღებული კანონი. ეს არის მთავარი გამოწვევა, რის წინაშეც ვდგავართ. მარგინალური ჯგუფი გვყავს, რომელსაც უცხოელის სახით ცრუ კერპები შეუქმნეს და ფიქრობენ, რომ გარედან რაც კი მოდის, საუცხოოა და პირდაპირ გადმოვიღოთ, რასაც გვეტყვიან. მათი მიზანია, საქართველო ვასალურ ქვეყნად აქციონ, რომლებიც იტყვიან, რომ მოსამართლეები უცხოეთიდან დაგვინიშნონ, პარლამენტში უცხოელები ისხდნენ, კანონების მიღებისას გადაწყვეტილება მათ მიიღონ. ეს არის ვასალობა. თავადაც ასე ვასალად იქცევიან. ქართველ ხალხს არ სურს, უცხო ქვეყნიდან მართული იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
Axios: ვიტკოფი და კუშნერი ირანთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ბირთვული ექსპერტებს ჩართავენ
ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამკაცრების პირობა დადო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics