|
2016-03-24 17:51:36, 529 ნახვა
საზოგადოება
აჭარის რეგიონული განვითარების გეგმის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართა
აჭარის მთავრობის აპარატში აჭარის რეგიონული განვითარების 2016-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის სამუშაო ვერსიის განხილვა გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და მთავრობის წევრებს სტრატეგიის პრეზენტაცია პოლიტიკის და მართვის საკონსულტაციო ჯგუფმა წარუდგინა. მათივე ინფორმაციით, რეგიონის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების დახმარებით საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად ხორციელდება. სტრატეგიის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაციის შემდეგ დისკუსიები გაიმართა მთავარი სტრატეგიული მიმართულებებისა და პრიორიტეტების ირგვლივ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ისევე როგორც მინისტრებმა და მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელმა პირებმა, თავიანთი ხედვები წარმოადგინეს, რაც გათვალისწინებული იქნება დოკუმეტის სამომავლო ვერსიაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონის განვითარების გრძელვადიანი ხედვის ფორმულირებას, რომელიც უნდა შემუშავდეს 15 წლიანი საპროგნოზო პერიოდით. აღსანიშნავია, რომ რეგიონის განვითარების ხედვა უნდა წარმოადგენდეს იმ გრძელვადიან მისწრაფებებსა და მდგომარეობას, რომლის დადგომაც ივარაუდება განვითარების სტრატეგიის, ასევე, სხვა დარგობრივი სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების, სახელმწიფო პოლიტიკის, პროგრამებისა და პროექტების განხორციელების შედეგად.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)