|
2016-03-24 16:19:27, 516 ნახვა
საზოგადოება
კახა კახიშვილმა დონორთა ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა დონორთა ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმში მიიღო მონაწილეობა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ფორუმი პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა და მას მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, ფორუმზე საქართველოს მთავრობამ ქვეყნის განვითარების საშუალო და გრძელვადიანი პრიორიტეტები წარადგინა. საკოორდინაციო ფორუმი საგარეო დახმარების ეფექტიანობის გაუმჯობესების შესახებ პარიზის დეკლარაციის პრინციპების განხორციელების ერთ-ერთ მექანიზმს წარმოადგენს, რომელსაც საქართველო 2011 წელს მიუერთდა. დეკლარაცია დახმარების მიმღებ და დონორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას ორგანიზებას უწევს და პრინციპებს განსაზღვრავს, რაც თავის მხრივ, ორმხრივ ანგარიშვალდებულებას და მჭიდრო კოორდინაციას ითვალისწინებს. ფორუმის მიზანია საქართველოს მთავრობასა და მეგობარი ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებს, სააგენტოებსა თუ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის და კოორდინაციის გაღრმავება და მათგან მიღებული დახმარების სახელმწიფო პრიორიტეტებთან ჰარმონიზაცია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)