13:48 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 16:04:10, 477 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ პროექტში „ცოცხალი ბიბლიოთეკა“ მონაწილეობა მიიღო

საქართველოს ეროვნულ გალერეაში, საერთაშორისო ორგანიზაცია PH International-ის პროექტის „საზოგადოების ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლებისთვის“ (GE CALLS) ფარგლებში, ღონისძიება სახელწოდებით - „ცოცხალი ბიბლიოთეკა“ ჩატარდა.

„ცოცხალი ბიბლიოთეკა“ ევროპის საბჭოს ახალგაზრდული დირექტორატის კამპანიის ფარგლებში შემუშავებული საგანმანათლებლო მეთოდია, რომლის თანახმად ბიბლიოთეკის იმიტირება ხდება და წიგნებს ადამიანები წარმოადგენენ. პროექტის ბენეფიციარებს საშუალება აქვთ, „გამოიწერონ“და „წაიკითხონ“ ნებისმიერი „წიგნი“ - ანუ წარმომდგენ პირთან „წიგნის თემატიკის“ შესაბამისი საუბარი გამართონ.

„ცოცხალი“ ბიბლიოთეკის „მკითხველი“ ამჯერად თბილისის საჯარო სკოლების მე-9-12 კლასების 40 მოსწავლე იყო. „წიგნები“ კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ და აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ წარმოადგინეს.

როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, პროგრამაში სამართლებრივ და ახალგაზრდულ სფეროში მოღვაწე პროფესიონალები მონაწილეობენ: მოქმედი პოლიციელი, პროკურორი, კრიმინალური ექსპერტი, სამედიცინო ექსპერტი, სოციალური მუშაკი, ყოფილი მსჯავრდებული, ახალგაზრდული მუშაკი და სხვა.

არჩილ თალაკვაძემ დაინტერესებულ მოსწავლეებს თავის კარიერულ გზაზე უამბო. მან განმარტა, თუ რატომ აირჩია პროფესიად მენეჯმენტი და რა სირთულეებია ამ პროფესიასთან დაკავშირებული. შს მინისტრის მოადგილემ, ასევე, პოლიციელის მოვალეობებზე, საზოგადოების წინაშე სამართალდამცველთა მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა და ახალგაზრდა „მკითხველების“ შეკითხვებსაც უპასუხა.

ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის პარტნიორები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics