17:31 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 15:10:22, 361 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენას მიესალმება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენის გადაწყვეტილებას მიესალმება.

როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის სამინისტრო მსგავსი ტიპის ფორმატებში არ მონაწილეობს, რის გამოც მას ამ საკითხის დეტალებზე საუბარი არ შეუძლია.

„მისასალმებელია გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის აღდგენა. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა და შესაბამისად ვფიქრობ, რომ იმ ფონზე, როდესაც დადასტურდა გალში შეხვედრის გამართვის მზადყოფნა, შესაბამისი უწყებები აღნიშნულთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით და მე ინფორმაციას მოგაწვდიან. ძალიან მნიშვნელოვანია, კონკრეტული განცხადებები მოვისმინოთ სამინისტროებიდან, რომლებიც თავად არიან ამ პროცესში ჩართული. თავდაცვის სამინისტრო მსგავსი ტიპის ფორმატებში არ მონაწილეობს“, - განაცხადა ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics