12:31 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-17 18:05:06, 2026 ნახვა

კომენტარი
ოცნების განათლების მინისტრი - მნიშვნელოვანია ქართველმა ახალგაზრდებმა "უმაღლესი სტანდარტის ცოდნა" საქართველოში მიიღონ

ქართული ოცნების განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, განათლების რეფორმა ემსახურება მიზანს, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა "უმაღლესი სტანდარტის ცოდნა" საქართველოში მიიღონ.

"მუდმივ რეჟიმში ბაზრის კვლევის აუცილებლობა და საჭიროება განისაზღვრა იმისთვის, რომ ჩვენ მიზნად დავსახოთ, თუ რომელი პროფესიის მიხედვით რა რაოდენობის კვალიფიციური კადრები უნდა გამოუშვან კონკრეტულმა უნივერსიტეტებმა. შესაბამისად, სახელმწიფო უნივერსიტეტები მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა იყვნენ იმაზე, რომ სწორედ სახელმწიფო დაკვეთა შეასრულონ — სახელმწიფო დაკვეთა კი ბაზრის მოთხოვნებიდან უნდა მომდინარეობდეს.

რეფორმის ფარგლებში გადახალისდება ის მოცემულობა, რაც კონკრეტული მიმართულებით პროფესორ-მასწავლებლების საჭიროებასთანაა დაკავშირებული. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ის დეფიციტური მიმართულებები, სადაც შესაბამისი კვალიფიკაციის პროფესორ-მასწავლებლები არ გვყავს და საზღვარგარეთიდან შესაბამისი ცოდნის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის პროფესორ-მასწავლებლები უნდა ჩამოვიყვანოთ.

მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ახალგაზრდები საქართველოში რჩებოდნენ და იღებდნენ უმაღლესი სტანდარტის ცოდნას, როგორც სასკოლო, ასევე უნივერსიტეტების დონეზე. სწორედ ამიტომ დავაინიცირეთ უმაღლესი განათლების რეფორმა," — თქვა მიქანაძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს შესაძლებლობა, საზღვარგარეთ დახუროს მე-12 კლასი და შემდეგ განაგრძოს პირველი კურსიდან სწავლა უმაღლესი განათლების დონეზე"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
შსს: მესტიაში დამატებით 17 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ - 3 დღეში ჯამში ამოღებულია 212
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics