21:17 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-16 23:58:28, 850 ნახვა

პოლიტიკა
ყაველაშვილმა პროტესტის შემზღუდავ კანონპროექტს ხელი მოაწერა

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა ცვლილებებს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“, რომლითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება.

ხელმოწერილი დოკუმენტი უკვე გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეზე და 16 ოქტომბრის თარიღით, რაც ნიშნავს, რომ კანონები გამოქვეყნებისთანავე შევიდა ძალაში.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა აღნიშნული პაკეტი დაჩქარებული წესით განიხილა და 80 ხმით დაამტკიცა.

ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილე, რომელიც სახეს ნიღბით ფარავს, ფლობს ცრემლსადენ ან მომწამვლელ ნივთიერებას, გზას კეტავს ან დროებით კონსტრუქციას ამონტაჟებს, პირველივე შემთხვევაში დაექვემდებარება ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. თუ მსგავსი ქმედება აქციის ორგანიზატორს ეკუთვნის — პატიმრობის ვადა 20 დღემდე გაიზრდება.

იმგვარ შეკრებაში მონაწილეობა, რომლის შეწყვეტასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო მოითხოვს, გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. იგივე ვადა იმოქმედებს იმ შემთხვევაშიც, თუ მონაწილე იარაღს, პიროტექნიკას ან სხვა საშიშ საგანს იქონიებს.

სისხლის სამართლის კოდექსში დამატებული ცვლილებების თანახმად, მსგავსი ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდგომი შემთხვევა — ორ წლამდე ვადით.

კოდექსს დაემატა ახალი მუხლიც, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს იმ პირთათვის, ვინც მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას სამართალდამცველს ან არ დაემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას.

კანონი ასევე გავრცელდება არასრულწლოვანებზე: შეკრება-მანიფესტაციასთან დაკავშირებული წესების დარღვევა მათთვის ითვალისწინებს ჯარიმას, ერთწლამდე გამასწორებელ სამუშაოებს ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics