|
2016-03-24 14:41:58, 626 ნახვა
საზოგადოება
ვაკის გამგეობა თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებას აგრძელებს
ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე დღეს ბაგების I კორპუსთან იმყოფებოდა. გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში ცხრასართულიან კორპუსს რამდენიმე ტიპის სამუშაო ჩაუტარდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, გამოიცვალა და შეკეთდა დაზიანებული სახურავი. მათივე ინფორმაციით, ასევე, ამოივსო კორპუსის კედლების ნაპრალები. მოსახლეობის თქმით, კედლებში არსებული ნაპრალების გამო საცხოვრებელ ბინებში მუდმივად სინესტე იყო. ამჟამად კორპუსის სამივე სადარბაზოში ლიფტების სარემონტო სამუშაოები იწყება. „ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა მართლაც იძლება შესაძლებლობას რეალურად გაუუმჯობესდეს მოსახლეობას საცხოვრებელი პირობები. ამ კორპუსის სახურავი მთლიანად გამოვცვალეთ, რადგან წვიმის დროს წყალი ჩადიოდა ბინებში, ახლა უკვე ლიფტების, რომლებიც საკმაოდ მოძველებული იყო, კაპიტალური შეკეთება იწყება,“ -აცხადებს ნოდარ ტურძელაძე. ამ დროისთვის, ვაკის რაიონში, ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები 130 მისამართზე მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)