17:32 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 14:27:34, 456 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო სიაში 20/30-ის ექსპერტებიც მოხვდნენ

„საპარლამენტო სიასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი არც ერთი სახელის და გვარის დაკონკრეტება“, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ "ქართული ოცნების" ოფისში, განაცხადა, სადაც თბილისის საოლქო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ირჩევენ.

როგორც კობახიძემ განმარტა, პარტია ამას შეგნებულად აკეთებს და ეს მათი ტაქტიკური გადაწყვეტილებაა.

"ჩვენი მთავარი ამოცანაა გუნდის გაძლიერება, აქედან გამომდინარე ჩვენ გუნდის თვისობრივ განახლებაზე ვსაუბრობთ. თუ როგორ განახლდება სია, ამომრჩეველი  უშუალოდ არჩევნების წინ გაიგებს. გუნდის გაძლიერება იმ სფეროებშია განსაკუთრებით პრიორიტეტული, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს პარლამენტს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებულ აქცენტს პარტია კანონშემოქმედებით სფეროზე, ეკონომიკისა და ფინანსების სფეროზე და საგარეო ურთიერთობების სფეროზე გააკეთებს.

ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ საარჩევნო სიაში 20/30-ის ექსპერტებიც მოხვდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics