13:53 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-13 13:43:33, 1334 ნახვა

მსოფლიო
ჰამასმა ყველა 20 მძევალი ტყვეობიდან გაათავისუფლა

ყველა 20 მძევალი, რომლებიც, ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამას ჰყავდა მძევლად და ცოცხალია, გაათავისუფლეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ ისინი სამხედროებს გადასცეს.

მძევლები ორ ჯგუფად დაიყვნენ: ჰამასმა ჯერ შვიდი გაათავისუფლა, შემდეგ კიდევ 13. დაღუპულთა ცხედრები ჯერ არ გადაეცათ ისრაელს.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ გათავისუფლებული ბოლო გადარჩენილი მძევლები ისრაელის ტერიტორიაზე ჩავიდნენ.

ეს 13 კაციანი მეორე და ბოლო ჯგუფია.

ასევე გათავისუფლდება ღაზას სექტორიდან 1700-ზე მეტი პატიმარი და ისრაელის ციხეებიდან 250 პალესტინელი პატიმარი. მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს ავტობუსების ფოტოები, რომლებიც, სავარაუდოდ, მათ ისრაელის ოფერის ციხიდან გადაჰყავდათ.

ღაზას სექტორში საავადმყოფოები მათი დაბრუნებისთვის ემზადებიან.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ისრაელის პარლამენტში ჩავიდა, სადაც სიტყვით გამოვა. ის ასევე შეხვდება მძევლების ოჯახებს.

ტრამპმა ასევე გამოთქვა სურვილი, ეწვიოს ღაზას სექტორს და ზოგიერთი ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც მზადაა შეუერთდეს მას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დეველოპერულ კომპანია „ზიონსა" და ლიბერთი ბანკს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სარჯველაძე დიუშენის საკითხის აქტუალიზაციაზე ამბობს, რომ არაკვალიფიციურობით გამოწვეული მცდარი შეხედულებების ტირაჟირება მიმდინარეობს
მაღაზიების ძარცვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 15 წლის მოზარდი დააკავეს
ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის „თეგეტა ჰოლდინგი“ იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics