|
2016-03-24 13:15:30, 462 ნახვა
საზოგადოება
ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების საქმიანობა სოციალური აფეთქების მიზეზი გახდება
"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსის ზურა კუკულაძის განცხადებით, აუცილებელია, ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციები რეგულაციებში მოექცეს. კუკულაძის თქმით, ონლაინსაკრედიტო კომპანიები უბრალო შპს-დ არიან დარეგისტრირებულები და მათ საქმიანობას არავინ აკონტროლებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე, გასცენ კრედიტები და მისი ამოღებაც ყოველგვარი კანონიერების გარეშე განახორციელონ. "ორგანიზაციების საქმიანობის მასშტაბურობას განაპირობებს ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონი, მომხმარებლის გათვითცნობიერებულობის დაბალი დონე და ამ კომპანიების აგრესიული მარკეტინგული კამპანია. მათი საკრედიტო პროდუქტი უძვირესია, ხშირ შემთხვევაში, წლიური საპროცენტო განაკვეთი 1000%-ს აღწევს. კიდევ ერთი პრობლემაა, ურთიერთობის ფორმები პრობლემურ კლიენტებთან, რომელიც ხშირ შემთხვევაში შანტაჟის ნიშნების შემცველი მუქარით ხორციელდება. ასევე ხშირია ინფორმაციის მესამე პირზე გაცემის ფაქტებიც, რაც კანონდარღევვაა. ასეთი ტიპის ორგანიზაციების საქმიანობა კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში არსებულ სოციალურ ფონს, იწვევს კონკრეტული ოჯახების გაკოტრებას და პიროვნულ ტრაგედიებს, რადგან მათი დაკისრებული საურავები არარეალურია", - განაცხადა ანალიტიკოსმა. კუკულაძე მიიჩნევს, რომ აუციელბელია, ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციები რეგულაციებში მოექცეს და ეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს. მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ერთი ბრძანების გამოცემაც საკმარისია იმისთვის, რომ ეს კომპანიები გარკვეულ კანონმდებლობას დაემორჩილონ. ანალიტიკოსის თქმით, აუცილებელია ასევე, სამართალდამცავმა ორგანოებმა შეისწავლონ პრობლემური აქტივების მართვის კომპანიების შინაარსიც, რომელიც მრავალმხრივ კანონდარღევვას შეიცავს და უნდა დაიწყოს ადამიანის უფლებების კონკრეტული დარღვევების გამოძიება. "არ ვითხოვთ არცერთი ბიზნესის აკრძალვას. გვინდა, ყველაფერი სამართლიან ფორმებში მოექცეს. გვქონდა კონსულტაციები საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებთან, მათ შორის, პარლამენტარებთანაც. ყველა ერთხმად დაგვეთანხმა, რომ მსგავსი კომპანიები დიდ პრობელმას წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისათვის. გამოითქვა მოსაზრეებიც, რომ საერთოდ უნდა აიკრძალოს, მაგრამ ჩვენი მიზანი ეს არ არის. უბრალოდ ვთვლით, რომ მათი საქმიანობა გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოექცეს", - აღნიშნა ანალიტიკოსმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)