23:15 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-12 10:08:26, 3194 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკიმ და ტრამპმა უკრაინაში „ტომაჰაკის“ რაკეტების გადაცემის საკითხი განიხილეს — Axios

უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დონალდ ტრამპმა, შაბათს ტელეფონით განიხილეს ამერიკული „ტომაჰაკის“ ფრთოსანი რაკეტების უკრაინაში გადაცემის შესაძლებლობა, იტყობინება Axios ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.

Axios-ს არ აქვს ინფორმაცია საუბრის შედეგების შესახებ.

გამოცემის წყაროების ცნობით, საუბარი ნახევარი საათი გაგრძელდა.

თავად ზელენსკიმ შაბათს შუადღისას დაწერა, რომ მას ტრამპთან „კარგი, ძალიან პროდუქტიული“ საუბარი ჰქონდა, რომლის დროსაც მათ უკრაინის ენერგომატარებლებზე რუსეთის დარტყმები და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება განიხილეს.

„არსებობს კარგი ვარიანტები, ძლიერი იდეები იმის შესახებ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ძალები“, - წერს ზელენსკი.

„ტომაჰაკის“ ფრთოსანი რაკეტები არ არის ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები და არანაირი კავშირი არ აქვთ საჰაერო თავდაცვის სისტემებთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics