17:32 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 12:31:56, 445 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: საარჩევნო ოლქების გადანაწილება ცესკოს კომპეტენციაა

საარჩევნო ოლქების გადანაწილება და საჩვენოდ მორგება ეს არასწორია, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ოპონენტების ბრალდებას, რომლის მიხედვითაც „ქართულმა ოცნებამ“ ოლქები მისთვის სასარგებლოდ გადაანაწილა.

ვიცე-პრემიერის განმარტებით, ეს საკითხი ცესკოს კომპენტენციაა.

„საარჩევნო ოლქების გადანაწილება და საჩვენოდ მორგებაზე საუბარი არასწორია, ეს არის ცესკოს კომპენტენცია და ისინი ძალიან აქტიურად მუშაობენ, რომ ეს პროცესი გამართულად ჩატარდეს.

როდესაც მოხდა გარკვეული ცვლილებები, ეს იყო საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. შესაბამისად მივიღეთ ის რაც მივიღეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics