|
2025-10-08 20:32:37, 37695 ნახვა
კულტურა
თურქეთში აშოტ კურაპალატის საფლავი აღმოაჩინეს
თურქეთში აშოტ კურაპალატის საფლავი აღმოაჩინეს. არქეოლოგებმა, არტანუჯში, გევერნიკის ციხეში, ეკლესიის აფსიდის ქვეშ, თაღოვან სამარხს მიაკვლიეს, რომელიც ქართველი მეფის აშოტ პირველის დაკარგული საფლავია. თუმცა ძვლის ფრაგმენტები შიგნით არ აღმოჩნდა. თურქი მეცნიერები აცხადებენ, რომ ამ აღმოჩენით არქეოლოგიურად დადასტურდა ისტორიული წყაროები, რომ აშოტ კურაპალატი არტანუჯში იყო დასაფლავებული. გათხრებს ვანის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ზედამხედველობით აწარმოებდა. სამარხის სიგრძე ორი მეტრია, სიგანე კი მეტრი და 80 სანტიმეტრი. ის გადახურულია თაღოვანი ქვით და ზუსტად ეკლესიის აფსიდის ქვეშ მდებარეობს. სამარხთან ერთად არქეოლოგებმა ციხე სიმაგრის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს სამზარეულო, ცისტერნები, კერამიკული ფრაგმენტები და ბიზანტიური მონეტები. "ამ საფლავს როგორც ქართველი მეცნიერები, ასევე ჩვენც ვეძებდით. მისი ზედა ნაწილი დაფარული იყო აკლდამით. მაგრამ სამწუხაროდ, როდესაც აკლდამა გავთხარეთ, ვერ აღმოვაჩინეთ ვერც ნეშტი და ვერც ძვლის ფრაგმენტები. "- აცხადებს არქეოლოგთა ჯგუფის წარმომადგენელი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)