|
2016-03-24 09:31:33, 525 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ქედის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმებს შეხვდნენ
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეებმა ლევან გორგილაძემ და ზურაბ თენიეშვილმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროს თემურ ქარცივაძესთან და ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად ამავე მუნიციპალიტეტის სოფლის 11 ექიმთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე პირველადი ჯანდაცვის პუნქტებში არსებული ვითარება განიხილეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის ექიმებმა ავტომობილების გადაცემასთან დაკავშირებით, კმაყოფილება კიდევ ერთხელ გამოთქვეს. შეხვედრაზე მიმოიხილეს სამინისტროსა და გამგეობის მიერ განხორციელებული პირველადი ჯანდაცვის ხელშეწყობის პროგრამები, ისაუბრეს დასაქმებული მედიკოსების საქმიანობის ჯეროვანი განხორციელების საკითხთან დაკავშირებით, არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე და ა.შ. მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 9 ამბულატორია და 39 თემის სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს. მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე სოფლის ექიმებს მათი მუშაობით მოსახლეობის კმაყოფილების მნიშვნელობაზე ესაუბრა ,,ჩვენთვის მთავარი მოქალაქეების კმაყოფილებაა და თქვენი ავტორიტეტი საზოგადოებაში. მთის კანონით სექტემბრიდან კიდევ უფრო გაუმჯობესდება სოფლის ექიმის პირობები. აჭარა ერთადერთი რეგიონია, რომელმაც თემის სამედიცინო პუნქტების პროგრამა შეინარჩუნა". შეხვედრას გამგებელი დავით დუმბაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, საკრებულოს დეპუტატი ნოდარ ძნელაძე და გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი დავით თედორაძე ესწრებოდნენ. თემურ ქარცივაძე სოფლის სამედიცინო პუნქტებში დასაქმებულ მედდების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ ექთნის მიმართ საფუძვლიანი პრეტენზიების შემთხვევაში სააგენტო აუცილებლად მიიღებს ზომებს. დავით დუმბაძემ შეხვედრის დასარულს აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობა მონიტორინგის ჯგუფს აუცილებლად გააძლიერებს. გარდა ამისა, სამსახურმა უკვე აღწერა პუნქტებში არსებული მდგომარეობა და მათი კოსმეტიკური რემონტისთვის თანხა ადგილობრივ ბიუჯეტში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)