13:49 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 20:06:57, 558 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროექტი - ,,მმართველობა განვითარებისათვის - G4G“ სთან ერთად წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნა. 

როგორც "ექსპრესნიუსს" გარემოსდაცვითი ინფორმაციის ცენტრმა აცნობა, ღონისძიების ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან. 

საინფორმაციო შეხვედრაზე სტუდენტები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სტრუქტურას, წყლის რესურსების მართვის ძირითად პრინციპებს, ასევე საჯარო სექტორში დასაქმების შესაძლებლობებს გაეცნენ. 

ღონისძიების დასასრულს სტუდენტებმა საველე პრაქტიკის პირობებში, სპეციალისტებთან ერთად მზიურში მდინარე ვერედან წყლის სინჯები აიღეს და ლაბორატორიული ანალიზის საფუძველზე წყლის ელემენტების პარამეტრები გაზომეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics