|
2025-10-02 21:29:15, 6860 ნახვა
სხვადასხვა
პუტინმა რუს ქალებს დასავლეთის დასამარცხებლად კოკოშნიკის ტარებისკენ მოუწოდა.
რუსეთში ხალხური კოსტიუმების, კერძოდ, კოკოშნიკის მოდა გაჩნდა და ეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ძალიან ახარებს, რადგან ეს დასავლეთზე იდეოლოგიურ გამარჯვებაზე მიუთითებს. თავად პუტინმა ეს ვალდაის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. „ცოტა ხნის წინ მითხრეს, რომ ვხედავთ ამ რუსული ტრადიციის აღორძინებას, სადაც გოგონები კოკოშნიკებსა და რუსულ კოსტიუმებს ღონისძიებებზე ან ბარებში და ა.შ. ატარებენ. იცით, ეს ხუმრობა არ არის. მე ძალიან მიხარია ეს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ნიშნავს, რომ რუსული საზოგადოების შიგნიდან კორუმპირების ყველა მცდელობის მიუხედავად, ჩვენი ოპონენტები ვერანაირ შედეგს ვერ აღწევენ, პირიქით, იმის საპირისპიროს აღწევენ, რასაც იმედოვნებდნენ“, - განაცხადა პუტინმა ვალდაის ფორუმზე. „ის ფაქტი, რომ მათ აქვთ ეს შინაგანი დაცვა საზოგადოებრივი ცნობიერების შიგნიდან ზემოქმედების ნებისმიერი მცდელობის წინააღმდეგ - მათ აქვთ ეს შინაგანი დაცვა - ძალიან კარგია. ეს რუსული საზოგადოების სიმწიფესა და სიძლიერეზე მეტყველებს“, - აღნიშნა პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)