|
2016-03-23 18:23:48, 561 ნახვა
საზოგადოება
ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ხვალ ღონისძიებები გაიმართება
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1982 წლიდან ყოველწლიურად 24 მარტს ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. წელს ტუბერკულოზის მსოფლიო დღის თემაა გლობალური მზაობა ტუბერკულოზის ეპიდემიის დასამთავრებლად - “Unite to End TB”– „გავერთიანდეთ ტუბერკულოზის დასამარცხებლად“. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ტუბერკულოზთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსანიშნავად შემდეგ ღონისძიებებს გეგმავს: 11:00 საათზე ბათუმის N2 საჯარო სკოლაში გაიმართება შეხვედრა. მე–10 და მე–11 კლასის მოსწავლეები მოისმენენ ინფორმაციას ტუბერკულოზის გავრცელების, მკურნალობისა და პრევენციის შესახებ. 14:00 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდება ლექცია თემაზე: – ,,ტუბერკულოზი, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის განსაკუთრებული პრობლემა“ მსოფლიოში ყოველწლიურად 9 მილიონი ადამიანი ავადდება ტუბერკულოზით და 1,5 მილიონზე მეტი იღუპება. საქართველომ შეიმუშავა ტუბერკულოზის კონტროლის ახალი სტრატეგია, რომელიც 2016-2020 წლებისთვის განსაზღვრავს ტუბერკულოზის მართვის სტრატეგიულ მიმართულებებს. ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ტუბერკულოზის კონტროლის მიმართულებით ქვეყანაში გახორციელებული ღონისძიებების შედეგად გაიზარდა დაავადების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მიმართული სახელმწიფო დაფინანსება, რომელიც სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან ერთად - პაციენტთა ფულადი წახალისების სქემის თანადაფინანსებასაც უნზრუნველყოფს; 2015 წლიდან მულტირეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა მიმდინარეობს ახალი რეჟიმების მიხედვით (ჯანმო-ს რეკომენდაციების შესაბამისად განახლებული გაიდლაინების მოთხოვნათა დაცვით); ქვეყანაში პროგრამულად ხელმისაწვდომია ახალი მედიკამენტი - ბედაქილინი (აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გლობალური დონაციის პროგრამით); 2015 წელს, ქვეყანამ საბიუჯეტო სახსრებით პირველად შეიძინა ტუბერკულოზის სამკურნალო პირველი რიგის მედიკამენტები; ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომია ტუბერკულოზის და რეზისტენტული ტუბერკულოზის სწრაფი სადიაგნოსტიკო საშუალება ჯინ ექსპერტ-აპარატურა, რომელიც გლობალური ფონდის პროგრამის ფარგლებში იქნა შეძენილი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)