04:54 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-01 11:59:17, 889 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე ბანგკონკიდან სავარაუდო თანხის ჩარიცხვაზე - შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკონტროლებს, რეაგირების გარეშე არაფერი დარჩება

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა ოცნების" პროპაგანდის აგორებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, საქართველოში USAID-ის მისიის ოფისის ყოფილ თანამშრომლებს საპენსიო თანხა ჩაერიცხათ რადიკალიზაციის დასაფინანსებლად.

კახა კალაძის თქმით, არსებობს არაერთი მცდელობა ქვეყანაში შავი ფულის შემოსატანად, თუმცა შესაბამისი უწყებები ყველა მიმართულებას აკონტროლებს.

„ჩვენი შესაბამისი უწყებები ყველა მიმართულებით მუშაობენ. ბევრი მცდელობა აქვთ, ქვეყანაში შავი ფული შემოიტანონ. ჯერ იყო და ამისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებდნენ, შემდეგ უნივერსიტეტებს, ახლა ფიზიკურ პირებზე გადავიდნენ, სხვადასხვა სისულელით უნდათ, შენიღბონ ეს ყველაფერი, ვითომ ყოფილ თანამშრომლებს ჯილდოს, პენსიას აძლევენ. შესაბამისი უწყებების მიერ რეაგირების გარეშე არ დარჩება არაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics