|
2025-09-26 11:20:48, 2278 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, თელავში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-13 ნაკადი გადამზადდება
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა რეგიონებში გრძელდება. პროექტი, რომლის მიზანი ქალი ლიდერების 360°-იანი მხარდაჭერაა, ამჯერად თელავში განხორციელდება. პროგრამა 5-7 ოქტომბერს სასტუმრო ესკიზში მეწარმეთა ახალ ნაკადს უმასპინძლებს. სამდღიან ინტენსიურ ვორკშოპებზე მონაწილეები ბიზნესის მართვისთვის საჭირო ინფორმაციას დარგის სხვადასხვა ექსპერტისგან მიიღებენ. პროგრამა მიზნად ისახავს ქალ მეწარმეთა ცოდნისა და უნარების გაღრმავებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორებიცაა ფინანსების მართვა, ციფრული მარკეტინგი, გაყიდვების სტრატეგიები, ბიზნესის ზრდის შესაძლებლობები და სხვა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ცოდნა, გაიფართოონ პროფესიული ქსელი და გაიზიარონ თანამედროვე ბიზნესპრაქტიკა. “ამ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ქალებს ცოდნაზე, რესურსებსა და ახალ შესაძლებლობებზე თანაბარი წვდომა მისცეს. თელავში დაგეგმილი ვორკშოპი სწორედ ამ მიზნის გაგრძელებაა. ვიმედოვნებთ, რომ პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეები შეძლებენ, საკუთარი იდეები რეალობად აქციონ ან უკვე არსებული ბიზნესი კიდევ უფრო გააძლიერონ”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. ინფორმაციისთვის, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) ერთად, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერითა და EFSE Entrepreneurship Academy-ის ჩართულობით უკვე არაერთი წელია მიმდინარეობს. პროგრამაში ასობით ქალმა მეწარმემ უკვე მიიღო მონაწილეობა. 5-7 ოქტომბრის ვორკშოპზე განაცხადების მიღება მალე დასრულდება. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)