2025-09-25 17:14:09, 831 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - 4 ოქტომბერი არ ეკუთვნით პოლიტიკოსებს, ეს არის ეროვნული დღესასწაული, ახალი ეპოქის დასაწყისი
“4 ოქტომბერი არ ეკუთვნით პოლიტიკოსებს, ეს არის ეროვნული დღესასწაული, ახალი ეპოქის დასაწყისი, სადაც მთავარ როლს ქართველი ხალხი შეასრულებს. მიგულეთ რიგით მსახურად!” - წერს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ციხიდან თავის წერილში
“ 4 ოქტომბრის გამარჯვების დღე არ ეკუთვნის “პოლიტიკოს” ოპოზიციონერებს. ეს დღე არის სახალხო, ეროვნული დღესასწაული. 4 ოქტომბერი არის ახალი ათვლის წერტილი. ივანიშვილის მწამებელ ბანდასთან ერთად დასრულდება პოლიტიკური “ვაჭრუკანების”, ოპოზიციაში “დასაქმებულების”, “ლაი-ლაისტების” ეპოქა. ეს იქნება აბსოლუტურად ახლის დასაწყისი, სადაც მთავარი როლი ექნება მის აღმატებულება ქართველ ხალხს!
მიგულეთ რიგით მსახურად, თქვენი მონა-მორჩილი, ლევან ხაბეიშვილი.“ადვოკატის მეშვეობით გადმოცემული გზავნილი.” - წერია პოლიტიკოსის წერილში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,