|
2025-09-12 14:59:18, 4270 ნახვა
პოლიტიკა
ეუთოს 37 ქვეყანა მოუწოდებს ოცნებას დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა უსამართლოდ დაკავებული
ეუთო (OSCE)-ს წევრი 37 ქვეყანა საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან და ადამიანის უფლებების გაუარესებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების მიხედვით, OSCE წუხილს გამოთქვამს, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ვერ დააკვირდება, ასევე ორგანიზაცია გმობს, როგორც "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობლის მიმართ, ასევე სხვა სინდისის პატიმრებისთვის შეფარდებულ პატიმრობებს. განცხადებას ხელს აწერენ: დიდი ბრიტანეთი, ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კანადა, ხორვატია, ჩეხეთი, კვიპროსი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მონტენეგრო, მალტა, მოლდოვა, ნიდერლანდები, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ლიეტუვა. “ვწუხვართ, რომ ჩვენს წინა კომუნიკაციებში გამოთქმული შეშფოთება არ იქნა გათვალისწინებული და საქართველოს ხელისუფლებამ არ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების წინააღმდეგ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ეუთოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს, ასევე ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების დაცვას. საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნები ძლიერი პოლიტიკური პოლარიზაციისა და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ მზარდი რეპრესიების კონტექსტში ჩატარდება, რასაც თან ახლავს ოპოზიციის რამდენიმე ლიდერის დაპატიმრებაც - საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები შეშფოთებას იწვევს არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით გამჭვირვალობისა და საზოგადოების ნდობის თვალსაზრისით. ადგილობრივი არჩევნების მონიტორინგი განსაკუთრებით აუცილებელია ამ კონტექსტში, როგორც ეს “ოდირმა” მიმდინარე წლის 7 ივლისს საჯაროდ განაცხადა. აქედან გამომდინარე, სამწუხაროა, რომ “ოდირს” დროულად არ გამოეგზავნა მოწვევა, რათა შესაძლებელი ყოფილიყო არჩევნების დაკვირვება - ეს დარღვევა, საქართველოსთან დიდი ხნის პრაქტიკიდან გამომდინე, ღრმად შემაშფოთებელია. ასევე, გრძელდება მოქალაქეების, პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, რომ გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენების ყველა ბრალდება და პასუხისგებაში მისცენ პასუხისმგებელი პირები. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის მიმართ ორწლიანი პატიმრობის არაპროპორციული განაჩენის გამოტანას და რამდენიმე პროტესტის მონაწილისთვის ბოლოდროინდელ პატიმრობის განაჩენებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული პირი - ასევე, ხაზს ვუსვამთ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფის აუცილებლობას. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ დაადასტუროს დიალოგისა და “ეუთოს” პრინციპებისადმი ერთგულება და მისი ვალდებულებები. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაიწყოს ინკლუზიური ეროვნული დიალოგი ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარესთან, რათა მოიძებნოს მიმდინარე კრიზისის მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაწყვეტა. ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით აქტუალური შეიძლება იყოს ეუთოს ინსტიტუტების – ODIHR-ისა და RFOM- ის, დახმარება. კურსის შეცვლის შესაძლებლობა კვლავ არსებობს. საბოლოოდ, ჩვენ მტკიცედ ვდგავარ ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ მისწრაფებისადმი, სადაც სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიული პლურალიზმისა და ანგარიშვალდებულების ხერხემალს წარმოადგენს. ჩვენ კვლავ ღია ვართ საქართველოსთან თანამშრომლობისთვის და ურყევად ერთგულნი ვართ მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში”. - წერია განცხადებაში.
ტრამპმა ისრაელსა და ირანს შორის საჰაერო დარტყმების ერთკვირიანი შეჩერება გამოაცხადა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ევროკავშირის ანგარიშის გამოქვეყნებამდე, ბოჭორიშვილი ამ ანგარიშს არასერიოზულს და ტყუილს უწოდებს
ბოჭორიშვილი: შეხვედრა, რომელსაც ითვალისწინებს ევროკავშირის რეგულაცია, გაიმართება სამუშაო დონეზე და ქართული მხარის მოლოდინია, რომ იქნება კონსტრუქციული
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)