|
2025-09-09 14:34:14, 1834 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბრენდინგის საფუძვლებზე საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართება
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, 15 სექტემბერს 15:00 საათზე მეწარმე ქალებისთვის ბრენდინგის საფუძვლების შესახებ, ვორკშოპი გაიმართება. ვორკშოპს ბრენდის დიზაინერი, ერეკლე ინაშვილი გაუძღვება და დამსწრეებს პრაქტიკულ მაგალითებსა და მეთოდებს გააცნობს. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ოთხსაათიან სამუშაო სესიაზე ბრენდინგის შესახებ საბაზისო ცოდნას მიიღებენ, გაიგებენ, რა არის ბრენდის არქეტიპული მოდელი და უნიკალური განმასხვავებელი ნიშანი. ამასთანავე, ბრენდის ვიზუალური იდენტობის შესაქმნელად პრაქტიკულ მაგალითებს გაეცნობიან. „საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ჩვენ მუდმივად ვქმნით ისეთ შესაძლებლობებს, რომლებიც მათ განვითარებასა და ზრდას შეუწყობს ხელს. ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი ბიზნესებისთვის საკუთარი უნიკალური იდენტობის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გვჯერა, რომ მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები მათ ბაზარზე უფრო ეფექტურად პოზიციონირებასა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებაში დაეხმარება,“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში. ღონისძიება საქართველოს ბანკის 4B სივრცეში, ალექსანდრე ყაზბეგის N15-ში გაიმართება. ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან. აღსანიშნავია, რომ ვორკშოპები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)