15:09 - 06 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-28 15:23:21, 3131 ნახვა

ომი უკრაინაში
ურსულა ფონ დერლაიენი - ჩვენ წარმოგიდგენთ მკაცრი სანქციების მე-19 პაკეტს

ევროკავშირი მალე დაამტკიცებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, მე-19 პაკეტს და ასევე განიხილავს, თუ როგორ გამოიყენოს რუსეთის გაყინული აქტივები საუკეთესოდ უკრაინის სამხედრო და რეკონსტრუქციის ძალისხმევის მხარდასაჭერად. - ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 28 აგვისტოს ბრიუსელში საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის მიერ კიევზე ღამით განხორციელებული თავდასხმის შესახებ.

„მე აღშფოთებული ვარ კიევზე თავდასხმით, რომელმაც ასევე დაარტყა ჩვენს ევროკავშირის ოფისებს. ეს იყო დედაქალაქზე ყველაზე სისხლიანი სარაკეტო თავდასხმა ივლისის შემდეგ“, - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

მან დასძინა, რომ სწორედ ამიტომ „ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთზე მაქსიმალურ ზეწოლას“.

„ეს ნიშნავს ჩვენი სანქციების რეჟიმის გაძლიერებას. უახლოეს მომავალში ჩვენ წარმოგიდგენთ მკაცრი სანქციების მე-19 პაკეტს“, - ხაზგასმით აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

„პარალელურად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას გაყინულ რუსულ აქტივებზე, რათა ხელი შევუწყოთ უკრაინის დაცვას და აღდგენას“, - თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

როგორც „ევროპული პრავდა“ იტყობინება, თავდასხმამ დააზიანა ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ოფისი და ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობა.

რუსეთის მიერ კიევზე ღამით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი კაია კალასი მოითხოვს, რომ რუსეთმა შეწყვიტოს მკვლელობები და მშვიდობიანი მოლაპარაკებები აწარმოოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
ექსკურსიის დროს თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავარიას 1 პირი ემსხვერპლა
რომის პაპი ბარსელონაში, საგრადა ფამილიას ცენტრალურ კოშკს აკურთხებს - მშენებლობის მთავარი ფაზა დასრულდა
მაღაზიათა ქსელებს 30 000 ლარამდე ფინანსური ზარალი მიაყენეს - დაკავებულია 6 არასრულწლოვანი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics