|
2016-03-22 16:32:05, 2109 ნახვა
Lifestyle
მიხეილ სააკაშვილი: ჩემი მეუღლე და ვაჟი ბრიუსელის აეროპორტიდან ტერაქტამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოფრინდნენ
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ სანდრა რულოვსი და მისი ვაჟი ბრიუსელის აეროპორტში იმყოფებოდნენ. სააკაშვილის თქმით, მისი მეუღლე და ვაჟი ბრიუსელის აეროპორტიდან ტერაქტამდე რამდენიმე წუთით ადრე გაფრინდნენ. „როდესაც ამ ტრაგედიის შესახებ წავიკითხე, უკვე ვიცოდი, რომ მათ მოახერხეს გამოფრენა და მაშინვე დავფიქრდი იმ მსხვერპლთა ახლობლებსა და ნათესავებზე, რომელთაც ვერ მოახერხეს გადარჩენა. ეს საშინელი ტრაგედიაა, თუმცა, როგორც ჩანს, არა - უკანასკნელი. უნდა აღვნიშნო, რომ გარდა სხვა მიზეზებისა, ეს არის ზედმეტად დიდი ბიუროკრატიის, თავაშვებულობისა და მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების უუნარობის შედეგი“, - წერს სააკაშვილი. ცნობისთის, რამდენიმე საათის წინ ბრიუსელში აფეთქება ჯერ ბრიუსელის აეროპორტში, ერთი საათის შემდეგ კი ქალაქის ცენტრში, მალბეკის მეტროსადგურში მოხდა. საერთაშორისო მედიის ცნობით სულ დაღუპულია 32 ადამიანი და დაჭრილია 100-მდე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)